ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განაჩენზე - ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს.

„ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დონალდ ტრამპს თავის დასაცავად ყველა შესაძლებლობა მიეცა. საქმე შტატის დონეზე და არა ფედერალურ დონეზე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილა, თქვენმა მსგავსმა 12-მა ამერიკელმა“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება, რადგან ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა ასე მუშაობს.

„წინდაუხედავი, საშიში და უპასუხისმგებლოა იმის თქმა, რომ ეს გაყალბდა, რადგან ვიღაცას განაჩენი არ მოსწონს. ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ თითქმის 250 წელს გაუძლო და იგი ამერიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება