ლევან ბეჟაშვილი - შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით - ცხადად ჩანს, რომ შსს-ა  ბანდიტური ჯგუფების მფარველი - მოვუწოდებ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეს ცინიკურია და მოუწოდებს შსს-ს, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყოს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

„შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას. მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის