ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი დაიწყო - საბოლოო შედეგები 4 ივნისს გამოქვეყნდება

ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო რაუნდი დაიწყო. ინდოეთში არჩევნები ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება და სულ ხმის მიცემის 7 რაუნდი იმართება. ბოლო რაუნდის ფარგლებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკუთარ არჩევანს ინდოეთის 7 შტატში მცხოვრები 100 მილიონზე მეტი ადამიანი დააფიქსირებს.

ქვეყანაში ახალი მოწვევის პარლამენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს.

როგორც Reuters წერს, ინდოეთის საპარლამენტო არჩევნები მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ხმის მიცემის პროცედურაა. მასში მონაწილეობას ჯამში 970 მილიონზე მეტი მოქალაქე იღებს, რაც პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია.

არჩევნების საბოლოო შედეგები 4 ივნისს გამოქვეყნდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება