გიორგი ვაშაძე - პუტინი, ლუკაშენკო და კადაფი არ ექცეოდნენ დიპლომატებს ისე, როგორც უტიფარი კობახიძე ექცევა - ლოგიკურია, რომ ელჩები პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

პუტინი, ლუკაშენკო და კადაფი არ იქცეოდნენ დიპლომატებთან მიმართებით ისე, როგორც იქცევა უტიფარი, გაუნათლებელი კობახიძე,- ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ის ფაქტი, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიწვევის მიუხედავად პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრნენ.

მისივე შეფასებით, დიპლომატიური კორპუსის ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცა „ქართული ოცნების“ მთავარ მოძალადე იარაღად.

„აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ, რომ პერსონალურად ესხმიან თავს დიპლომატიურ კორპუსს. მე არ ვიცი ეს სად ისწავლა, პუტინი, ლუკაშენკო და კადაფი არ იქცეოდნენ დიპლომატებთან მიმართებით ისე, როგორც იქცევა უტიფარი, გაუნათლებელი კობახიძე. უტვინობის დამადასტურებელია როგორც ის იქცევა საერთოდ. რაც შეეხება მეორე საკითხს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცა ტერორისტული დაჯგუფების, „ქართული ოცნების“ მთავარ მოძალადე იარაღად და რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები ცივილიზებული სამყაროსთვის და ლოგიკურია დიპლომატიური კორპუსის ეს რეაქცია [რომ ისინი შსს-ს ღონისძიებაზე არ იყვნენ]“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება