ლევან მაჭავარიანი - მე პირადად და ჩვენი გუნდი, ძალადობას ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება - „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცვის წევრები ვნახე ბეისბოლის ბიტებით, მოვისმინეთ იარაღიდან გასროლა, ეს  უკიდურესად მიუღებელია

მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ძალადობას ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, აღნიშნულზე სამართალდამცავები რეაგირებას მოახდენენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცვის წევრები ვნახე ბეისბოლის ბიტებით, იქ მოვისმინეთ არაერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ეს ყველაფერი უკიდურესად მიუღებელია. მე სამწუხროდ, ინფორმაციას არ ვფლობ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, უბრალოდ, რაც ყველაზე უსიამოვნოა, აბსოლუტური გულწრფელობით გეუბნებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, როცა რაღაც ქმედებების მხოლოდ ერთ მხარეს ხდება დაგმობა და ვერანაირი ნეგატიური რეაქცია ვერ მოვისმინე ვერც თქვენი ტელევიზიებისგან, ვერც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, ვერც „ენჯეო“ სექტორისგან იმ ბულინგის კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. პირდაპირ არის მოწოდებები „ფეისბუქზე“, პირდაპირ ეთერებში, რომ დავაბულინგოთ არამხოლოდ პოლიტიკოსები და დეპუტატები, არამედ მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები, მივუვარდეთ მათ შვილიშვილებსო. კამპანია იყო აგორებული - 84 ტყვია კეფაშიო, აქაც თქვენი კომენტარი სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე და არავის დაუგმია. რამდენიმე დღის წინ, ყოვლად ამაზრზენი ამორალური საქციელი იყო, როცა ჩვენი ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვლილ დაზე „ფეისბუქზე“ ისეთი რაღაცები დაიწერა, რაც თქვენი თვალით იხილეთ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, ძალადობა შობს ძალადობას, ეს გარდაუვალია, სამწუხაროდ.

მე პირადად და ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა, ძალადობას ვგმობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები და რით იყვნენ შეიარაღებულები, თუმცა, დარწმუნებული ვარ იმაში და გარწმუნებთ, რომ რა თქმა უნდა, სამართალდამცავები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რუსეთში ვცხოვრობთ? ასეთ ქმედებებს, რომელი ხელისუფლება აკეთებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?“, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ „ეს მათი ხელისუფლების ხელწერა არაა“.

„სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამას წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. ჩამოვთვალე რამდენიმე მაგალითი, ეს რომ მოსაწონი არ იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმიტომ არ არის და ვერასდროს ვერ მობრუნდება, ეს ჩვენი ხელწერა არ არის, ჩვენ მმართველობაში ვართ 12 წელია და 12 წლის განმავლობაში, ჩვენი ხელწერა ეს არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება. თუ რაღაც თემები არის, რაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს ბადებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, სამართალდამცავი უწყებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო