„ექსპო ჯორჯიაში” თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი მიმდინარეობს

„ექსპო ჯორჯიაში” თბილისის წიგნის საერთაშორისო 26-ე ფესტივალი მიმდინარეობს.

ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სცენა, სადაც ქართველი მწერლების მონაწილეობით შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნები, შეხვდნენ საყვარელ მწერლებს და სხვადასხვა ფასდაკლებებით ისარგებლონ.

„პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განცხადებით, წლევანდელმა ფესტივალმა მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

„26-ე საერთაშორისო ფესტივალი მესამე დღეა მიმდინარეობს. ხალხის უწყვეტი ნაკადია. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გვქონდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ხალხს არ ჰქონოდა იმის ხალისი და სურვილი, რომ ფესტივალზე მოსულიყო. თუმცა გამოჩნდა, რომ ხალხის ინტერესი და სიყვარული ლიტერატურის მიმართ არ ნელდება და მეტიც - წლევანდელმა ფესტივალმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. თუმცა შეცვლილია ის, თუ რას ითხოვენ - უფრო კლასიკოსებისა და ქართველ კლასიკოსი ავტორების მიმართაა ინტერესი - ითხოვენ “პალიტრა კლასიკას” და “იკითხე კლასიკას”. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიებებმა, რომელიც სამი დღის განმავლობაში იყო დაგეგმილი, დიდი ინტერესის ფონზე ჩაიარა. ძალიან დიდი დასწრება იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ მოსულ ადამიანებს ასეთი ტიპის შეხვედრები და პრეზენტაციები მოსწონთ და მხოლოდ წიგნების შესაძენად არ მოდიან”,- განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

გარდა ამისა, მარიამ გიორგაძის თქმით, ფესტივალის ფარგლებში ცალკე პავილიონში მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბავშვებს სხვადასხვა აქტივობა და შეთავაზება დახვდებათ.

„დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვებისთვის სპეციალურად ცალკე პავილიონშია მოწყობილი საბავშვო სივრცე, სადაც მათ არაჩვეულებრივი გამოცემები, შეთავაზებები და ფასდაკლებები დახვდებათ. “საბავშვო კარუსელი” 20 წლისაა და ამასთან დაკავშირებით, “კარუსელმა” პატარ-პატარა სიურპრიზები და აქტივობები დაახვედრა პატარა მკითხველს მე-6 პავილიონში. ასე რომ, თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, სად წაიყვანოს ბავშვი და 1-ელ ივნისს, სად შეიძლება დრო გაატაროს ოჯახთან ერთად, წიგნის ფესტივალი არის ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია ბავშვთა დაცვის დღისთვის”,- განაცხადა მარიამ გიორგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო