რუსთავში Oxygen Fest-ი ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა

რუსთავში „ოქსიგენ ფესტი" (Oxygen/Fest) გაიხსნა. ოქსიგენის საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობებით დღეიდან დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, Oxygen Fest-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1-ელი ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან.

„ოქსიგენი“ ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გავხსენით. თევზჭერის მოყვარულებს პარკის ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ მოსვლა და ფესტივალში ჩართვა. პარალელურად გაიმართება მუსიკალური საღამოები. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას 14 ივნისიდან დაესწრონ. 5 ივლისიდან კი Oxygen Fest-ის მთავარი, დასკვნითი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. ოქსიგენში წელს მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი მუსიკოსები, ასევე უცხოელი შემსრულებლები და ჯგუფები“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2 ივნისიდან ოქსიგენის საფესტივალო სივრცეში სტარტს ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც აიღებს.

„Oxygen Fest-ის მუსიკალური სივრცე, რომელიც წელს, რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებს. 14 ივნისიდან საფესტივალო სივრცეში ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის მატჩების ერთად ყურების შესაძლებლობა ექნებათ.

5 ივლისიდან, კი ფესტივალის მთავარი დასკვნითი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს ,,ოქსიგენ ფესტის" სტუმრებს.

„ოქსიგენი" რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით იქნება გამორჩეული და მასში ქართული მუსიკალური ჯგუფების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება