ლაშა ფარულავა - გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა - ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით - რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა - ბანდიტიზმი ივანიშვილის პარტიის დავალებით. რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას.

როგორც ფარულავა განმარტავს, თავს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაესხნენ.

„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მატერიალური მტკიცებულებებიც კი ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ფაქტობრივად ბანდიტიზმი, ის რაც ჩაიდინა ივანიშვილის პარტიამ და რა თქმა უნდა, მისი შექმნილია ეს ორგანიზებული ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვესხნენ თავს და ფაქტობრივად დაარბიეს ჩვენი სამუშაო ოფისი, ცენტრალური ოფისი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსული კანონი არის მოქმედებაში“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს