ლევან იზორია მაიკლ როთს - კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა, თქვენ გქონდათ მცდელობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ

ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითაც ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.

როგორც იზორია აცხადებს, ქართული ტოლერანტობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში, სწორედ საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვა.

თქვენ გქონდათ მცდელობა მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის საქართველოს ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ!” - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ცნობისათვის, მაიკლ როთმა X-ზე დაწერა: „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს: ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა