მიხეილ სარჯველაძე - თუ ვინმეს სურვილი აქვს, ვითარება შეატორტმანოს, ამის გამო კი დაფინანსება გააჩეროს, ეს ძალიან ცუდი საქმე იქნება - ეს არის მტრობა -გამორიცხულია ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით დაფინანსებას საფრთხე შეექმნას

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება მიიღეს და განაცხადეს, რომ აღარ გააგრძელებენ იმ პროექტებს, რომლის ბენეფიციარებიც ბავშვები იყვნენ, ამ ფონზე გამოდის, რომ ეს ორგანიზაციები „გაუბრაზდნენ ხელისუფლებას და სჯიან ბავშვებს, ეს ძალიან ცუდად ჩანს ეს“.

„მოხდა ის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და თქვეს, ამიერიდან ჩვენ გავბრაზდით, გავიბუტეთ და ჩვენ აღარ გავაგრძელებთ ამ პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც იყვნენ ბავშვები, რომლებისთვისაც სტომატოლოგიური კაბინეტი უნდა გაკეთებულიყო სკოლაში. ამ ყველაფრის ფონზე გამოდის, რომ გაუბრაზდნენ ხელისუფლებას და სჯიან ბავშვებს, ძალიან ცუდად ჩანს ეს, დაფიქრდნენ, შეიძლება ვიღაცა ამაზე, პოლიტიკურად ოპოზიციურად განწყობილი, გულს იფხანს, უხარია, სინამდვილეში ეს ძალიან ცუდი ფაქტია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ბავშვთა ონკოლოგიის დაფინანსებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხეა და იგივეა ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც.

„დღეს როგორ ხდება - ვინმეს რომ დაესმება ეს დიაგნოზი, სახელმწიფოს ამისთვის ბიუჯეტი აქვს განსაზღვრული. სამ სახელმწიფოში: ისრაელში, თურქეთსა და ესპანეთში იგზავნება სახელმწიფოს დაფინანსებით. რა საფრთხე უნდა შეექმნას ამას? - გამორიცხულია რამე საფრთხე შეექმნას.

საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ხორციელდება ჰუმანიტარული მისიები და აქტივობები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ყველა პროგრამა, რომელიც თავსებადია საქართველოს ინტერესთან, საქართველოს საზოგადოების ინტერესთან, მისასალმებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, ჟენევაში გამართულ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ბევრ სხვა ორგანიზაციასთან.

„თუ ვინმეს ახლა სურვილი აქვს, მარტო იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ვითარება შეატორტმანოს და რაღაცნაირად რელსებიდან ამოაგდოს საქართველოს განვითარება, ამის გამო გაჩარხავს საქმეს, რომ რომელიმე ასეთი დაფინანსება გააჩეროს, ეს ძალიან ცუდი საქმე იქნება. ეს არის მტრობა ქართული ინტერესის. დღეს თუ ვინმე, რაღაც ქველმოქმედებას ან კეთილ საქმეს აკეთებს უცხოეთიდან და მას თუ აიძულებენ შეწყვიტონ ეს აქტივობა, რა გამოდის იცით, ხელისუფლება რომ აიძულო, მძევლად აგყავს პრაქტიკულად გაჭირვებული ადამიანები, რომელსაც შეიძლება ეხმარებოდეს ეს უცხოური დაფინანსება.

არ იფიქროს ჩვენმა საზოგადოებამ რომ ეს არის კოლოსალური რიცხვები და ამის გარეშე საქართველო არსებობას ვერ შეძლებს, ასე ნამდვილად არ არის. საქართველო დღეს წელში გამართული სახელმწიფოა და მას აქვს სათანადო რესურსიც და შესაძლებლობაც”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს