უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 გავანადგურეთ

რუსები გუშინ ღამით უკრაინას Shahed-ის ტიპის 25 დრონით და ორი რაკეტით თავს დაესხნენ, უკრაინელმა სამხედროებმა 24

დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსი ოკუპანტები ღამით თავს დაესხნენ უკრაინას ყირიმიდან „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი რაკეტით ხარკოვის ოლქის მიმართულებით, დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 25 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური.

მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ვინიცის ოლქებში გაანადგურეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა