ირაკლი ნადარეიშვილმა 150 000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, საქართველოში ეკოსისტემა საკმაოდ წარმატებულია. ჩვენ გვყავს სტარტაპები, რომლებიც ათეულობით მილიონის ინვესტიციას იზიდავენ საქართველოში უცხოეთიდან, ქმნიან ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს. იმედი მაქვს, რომ 20 გამარჯვებული სტარტაპი, რომლებიც დღეს გამოვლინდნენ, წარმატებული ქართული სტარტაპების რიცხვს შეუერთდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმში გაიმართა.

მათი ცნობით, სააგენტომ 150 000 - ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთორმეტედ ჩაატარა, რომელშიც 20 სტარტაპი გამოცხადდა გამარჯვებულად. თითოეულ გამარჯვებულს 150 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

გამარჯვებულები გამოავლინა საინვესტიციო კომიტეტმა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

„იმედი გვაქვს, რომ პროგრამის ამ ეტაპზე გამარჯვებული სტარტაპებიც შექმნიან გლობალური მასშტაბირების პოტენციალის მქონე პროექტებს და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას შეძლებენ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება