ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერით ომი უფრო ხანგრძლივი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის მიმართ რუსეთის მხარდაჭერით ომი უფრო გახანგრძლივდება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი პრინციპები.

არასოდეს არ უნდა დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც აგრესორია. სამწუხაროდ, შეიძლება ვინმე არ იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა მხარს უჭერ ამ პოლიტიკას. ეს მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში იგივე წესებს იცავ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, პრინციპში, სწორედ ეს არის - მხარი დაუჭიროთ აგრესორს“, - განაცხადა ზელენსკიმ „შანგრი-ლა დიალოგის“ კონფერენციის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მან შვეიცარიაში, 15-16 ივნისს დაგეგმილ მშვიდობის სამიტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ თუ სახელმწიფო მხარს არ უჭერს ამ სამიტს, ეს ნიშნავს, რომ რაც ხდება უკრაინაში ნორმალურია ამ ქვეყნისთვის: „რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითად არ ვიღებთ ჩინეთის სიგნალს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ და არ მიიღებენ მონაწილეობას მშვიდობის სამიტში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს