ლაშა ფარულავა - ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ შევუერთდეთ პრეზიდენტის ინიციატივას - ჩვენ რუსული მთავრობა უნდა შევაჩეროთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ინიციატივას - „ქართული ქარტიასთან“ დაკავშირებით მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანაში „რუსული მთავრობა“ დაასრულონ.

მისივე თქმით, დემოკრატიულმა ძალებმა ყველა ბერკეტი, საშუალება უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული „რუსული კანონი“ გააუქმონ.

„საქართველოს რუსული მთავრობა ჰყავს, ასევე, მოქმედებაშია რუსული კანონი, იქნება ძალადობა, მათ შორის ჩვენზე და ამ მძიმე სპირალის გავლა გვიწევს. „ქართული ქარტია“ გულისხმობს იმას, რომ ძალა არის ერთობაში, ერთობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რუსული პარტია დავამარცხოთ, რუსული კანონები ქვეყანაში გავაუქმოთ და ევროპისკენ გავაგრძელოთ სვლა, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე მივიყვანოთ და მნიშვნელოვანია პრეზიდენტის, ეს ინიციატივა „ქართული ქარტია“ და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, არა ერთხელ განცხადება გააკეთა. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ შევუერთდეთ პრეზიდენტის ინიციატივას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა განმარტება გააკეთა, რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი, ძალა ერთობაშია და ერთად უნდა გავიმარჯვოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტი, საშუალება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს რუსული კანონი გავაუქმოთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბერი, როცა ქართველმა ხალხმა თავისი დამოკიდებულება, პოზიცია რუსულ მთავრობასთან დაკავშირებით უნდა გამოხატოს. ჩვენ რუსული მთავრობა უნდა შევაჩეროთ, რუსული მთავრობა ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ და შემდეგ დემოკრატიულმა ძალებმა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის არჩევნები.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, „რუსული რეჟიმის“ პირობებში, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა ინსტიტუციას, გარდა პრეზიდენტისა ბიძინა ივანიშვილის „რუსული პარტია“ აკონტროლებს, ამიტომ მოლოდინები, არ უნდა შევქმნათ, ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ და 26 ოქტომბერს რუსული მთავრობა დავამარცხოთ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს