ირაკლი ფავლენიშვილი - ცინიკურია იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია

ცინიკურია იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველდღიურად მიმართავს ტერორს ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

„იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად აქცია, ცინიკურია ძალადობაზე საუბარი, რადგან ეს ადამიანები ყოველდღიურად მიმართავენ ტერორს ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ისინი ღია ტერორზე არიან გადასულები, სადარბაზოებთან გვხვდებიან, ურეკავენ ჩვენი ოჯახის წევრებს, სიკვდილამდე სცემეს ჩვენი პარტიის ლიდერები, ბანდიტური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ცენტრალ ოფისს. ამიტომ, ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მხრიდან ძალადობაზე საუბარი არის ცინიკური, არაადეკვატური და ამ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია