ლაშა ტყეშელაძე - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი - გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი - დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც ყველაზე მსუბუქი მუხლით არის დაწყებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

ტყეშელაძის განმარტებით, ძალიან დიდი ეჭვია, რომ თავდამსხმელები გდდ-ს თანამშრომლები არიან, „რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი სხვადასხვა ცივი იარაღით - შუბები, ქვები და ა.შ. რადგან უამრავი კამერაა, რა უნდა დადგენას - თუნდაც ერთი ადამიანის. დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით, როდესაც გამოძიება უნდა დაიწყოს ბანდიტური, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმით, რადგან ეს ჯგუფი არის წინასწარი შექმნილი. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ესენი გდდ-ს თანამშრომლები არიან, რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და შემსრულებლები“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს