ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია

ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები, - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დონ ჯუნმა სინგაპურში, კონფერენციაზე - „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაივანი ჩინეთისთვის „ძირითადი საკითხების ბირთვია“, მაგრამ ტაივანის მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტია“ თანდათან აგრძელებს სეპარატიზმს და ცდილობს წაშალოს ჩინური იდენტობა.

"ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ფანატიკური განცხადებები, რომლებიც აჩვენებს მათ ღალატს ჩინელი ერისა და მათი წინაპრების მიმართ. მათ ისტორია სირცხვილის ბოძზე გააკრავს", - აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ტაივანისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვას ჩინეთის „წითელი ხაზების“ გამოცდა უწოდა.

„ისინი ტაივანისთვის უამრავი იარაღის მიყიდვას ახორციელებენ. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ სიგნალებს უგზავნის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და აიძულებს მათ ძალიან აგრესიულები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ უცხოური ძალების ნამდვილი მიზანია ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად“, - აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს