ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული, ჩაანაცვლეს ბელადი ახალი ბელადით - სალომე ზურაბიშვილით - დიდ გაუგებრობაში არიან

საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე - ეს მისი როლია, რომელიც თავად არ შეურჩევია, განუსაზღვრეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა - „ქართულ ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს „რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, მის გარშემო ერთიანდებიან, შესაბამისად, ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიციას "თავმოყვარეობა დაკარგული აქვს".

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით - სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან.

„ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა. საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე.

საზოგადოებას ერთი რამ მინდა შევახსენო, ჩვენ კარგად ვხედავთ რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო. ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგული აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს „რეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო გაერთიანებული არიან, თავად ჩაანაცვლეს თავიანთი ბელადი ახალი ბელადით - სალომე ზურაბიშვილით და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. მე მოვისმინე მისი ეს ახალი შეთავაზება, რომ ჯერ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს არჩევნები ამ ქაოსმა, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს - „ომის გაერთიანებებმა“ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა - რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] და მის გარშემო შემოკრებილი „ლუზერისთვის“.

სამწუხაროდ, არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის ქვეყანაში ვინც მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას უზრუნველყოფს. მეორე მხარის, რომელიც ამ ქალბატონის გარშემო შეიკრიბა, არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში გარდაუვალი იქნება ქაოსი, არეულობა და ომი. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. დღეს ხალხს მშვიდობა სჭირდება. ჩვენ უამრავი გამოწვევები გვაქვს და ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და სხვა უამრავი პრობლემა რაზეც ფოკუსირებაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეკრებას სთავაზობს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს