მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს - გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება

ღარიბაშვილო, პენსიონერი მამის მილიონებით რომ ხარ გატუტუცებული, სინამდვილეში კი პირწავარდნილი კორუმპირებული, ბიუჯეტის და ხალხის ფულის ქურდი, ბიძინასთან ერთად ანაკლიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკეტიორი ხარ!, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო მას და დანარჩენებს ხალხი და მომავალი გასცემს მკაცრ პასუხს.

„თქვენ წაართვით ქართველ ხალხს პერსპექტივა, ასობით ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც ანაკლიის პროექტი ევროკავშირთან და აშშ-თან პარტნიორობით იძლეოდა. რომ არა თქვენი თავდასხმა ჩვენზე და პროექტზე, 2020-ში ანაკლიაში პირველი გემი უკვე შემოსული იქნებოდა, საქართველო კი სხვანაირი ქვეყანა.

სწორედ ამისთვის ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ზუსტად ამიტომ არის ანაკლიის პორტის აშენება "ლელოს" პროგრამაში, როგორც პრიორიტეტი, მაგრამ შენმა „რუსულმა ოცნებამ“ ვერაგული განზრახვით დაბლოკა ეს პროექტი, რადგან თქვენს პატრონ პუტინს, არ სურს თანამედროვე, დასავლეთთან პარტნიორობით აშენებული პორტი საქართველოში.

ამიტომ აძლევთ ამ პროექტს ჩინურ კომპანიას, რომელიც მხილებულია კორუფციაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და პროექტების ჩაგდებაში.

გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება, ხოლო ქვეყნის ღალატის გამო შენ და დანარჩენებს ჩვენი ხალხი და მომავალი გაგცემთ მკაცრ პასუხს!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია