ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე - გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც, სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება ხოლმე, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც

გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც, სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ მას “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ, სანიკიძის თქმით, ასეთი ადამიანები, ბოლოს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი აღმოჩნდება ხოლმე და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

მისივე თქმით, მეორე მოქალაქესთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ამ პიროვნებას, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად მიაჩნია.

"გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი.

მეორე, შედარებით ასაკიან ბატონთან ჩანაწერის მერეც გავაგრძელე საუბარი და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დავიშალეთ შეუთანხმებლად - მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და შევთანხმდით, რომ ვერ შევთანხმდებოდით.

რაც შეეხება ამ ორ ვიდეოს შორის მომხდარ ამბავს, შეგნებულად გამოვტოვებ, რადგან ეს სულ სხვა ამბავია და ჩემს მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ასევე ბავშვიან კაცს ალბათ, ყოველთვის მოვერიდები, დანარჩენს კი ამ ხალხის გარეშე მოვიკითხავ…" - წერს ვიქტორ სანიკიძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება