ანონსი 3 ივნისი

3 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯოგორკუ კენეშის (პარლამენტი) ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

3 ივნისს, 12:00 საათზე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი პარლამენტში ბრიფინგს გამართავს.

3 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით მათიკაშვილის ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯოგორკუ კენეშის (პარლამენტი) ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

3 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, ვასილ კვერნაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, რომელიც ივნისში აღინიშნება. სურსათის უვნებლობის მხრივ არსებული ვითარება - რას აჩვენებს კონტროლის შედეგები. ცხელი სეზონი და რეკომენდაციები მალფუჭებად, მაღალი რისკის სურსათთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 ივნისს,11:50 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მარიამ ლაშხის ყირგიზეთის დელეგაციასთან ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯოგორკუ კენეშის (პარლამენტი) ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

3 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

3 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

3 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

3 ივნისს, 3 ივნისს, 17:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის #50-ში, გაიმართება მარნეულის საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი: ილონა ხვიჩია 591 70 54 81

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო