შალვა პაპუაშვილი - ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო მათი ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია" - სამწუხაროა, ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, - წერს შალვა პაპუაშვილი და ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა თავად სანიკიძეც და განაცხადა: "გულანთებული ადამიანების უკან რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი".

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში