ვასო ურუშაძე - ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯერ საქართველოში არ ყოფილა - ეს ყველაფერი საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდება

ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯერ საქართველოში არ ყოფილა და ეს მრავალწლიანმა ბრძოლამ გამოგვამუშავებინა - ეს ყველაფერი საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდება, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასო ურუშაძემ, რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებულ აქცია-კონცერტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი შეფასებით, მრავალწლიანმა ბრძოლამ სამოქალაქო საზოგადოება გაზარდა. მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს არ შეეგუებიან.

"ეს პროცესი დიდი ხანია გასცდა ერთი კანონის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის] პროტესტს. "არა რუსულ კანონს" რეალურად გადაიქცა "არა რუსულ მთავრობას" და "არა მჩაგვრელ ხელისუფლებას". არა ხელისუფლებას, რომელსაც არ უნდა დემოკრატიული პრინციპებით მოქმედება. ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება შედგა. ჩვენ არ ვართ რუსეთი, ბელორუსი და ავტორიტარული ქვეყანა. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა. გამოგვივლია რევოლუციაც და სამოქალაქო ომიც. ჩვენ გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება, არ გამოვა და ამას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს. ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯერ საქართველოში არ ყოფილა და ეს მრავალწლიანმა ბრძოლამ გამოგვამუშავებინა. როცა სახელმწიფოს ეხება საქმე ყველა თანასწორი და რიგითი ჯარისკაცია. მსოფლიოს მასშტაბით შევძელით ამ პროტესტის გავრცობა. ეს ყველაფერი საზოგადოების გამარჯვებით დამთავრდება.

ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვება ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოება შედგა. ხელისუფლება რამდენი ხანია ეძებს აქციების ორგანიზატორებს, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე ამას შესაძლოა სამშობლოს სიყვარულით აკეთებდეს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება