ეკა გიგაური - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს - მნიშვნელოვანია, ვისაც შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაკავებულებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს - მნიშვნელოვანია, ვისაც­ შეუძლია გვერდში დაუდგეს დაკავებულებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტის დაწყებამდე განუცხადა, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი ოდენობით ჯარიმები იქნება გამოწერილი დაკავებულების მიმართ.

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იცავენ ყველა დაკავებულს და დაჯარიმებულს. იცით, რომ ძალიან დიდი ოდენობით ჯარიმები იქნება გამოწერილი მათ მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ვისაც შეუძლია, გვერდში დაუდგეთ დაკავებულებს და პროცესს, მათი საქმიანობის ფარგლებში გამოხატონ სოლიდარობა”, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს