გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ასოციაციის „ღვინო ბოლნისი“ ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებლები მონაწილეობენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ წარმატება უსურვა ფესტივალს და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და ალტერნატიული ბაზრების მოძიება. ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები, რომლებიც ხელს უწყობს ღვინის პოპულარიზაციას. ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ფესტივალი განსხვავდება სხვა ფესტივალებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს მასპინძლობს, თუმცა, პოპულარიზაციას უწევს როგორც ზოგადად ქართულ ღვინოს, ისე, რა თქმა უნდა, ადგილწარმოშობის ღვინოებს. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, თავის მხრივ, გააგრძელებს ფესტივალის მხარდაჭერას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალს დაესწრნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ფესტივალს სპეციალურად მოწვეული სომელიეები, ღვინის ექსპერტები და ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

დღეისათვის, საქართველოში 29 ადგილწარმოშობის ღვინოა რეგისტრირებული, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს.

ფესტივალის ფარგლებში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით ჩატარდა ადგილწარმოშობის ღვინოების კონკურსი. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები გამოავლინეს. კონკურსის ჟიურის „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021-ის“ გამარჯვებული ჯაბა ძიმისტარაშვილი ხელმძღვანელობდა; ჟიურის შემადგენლობაში იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

კონკურსზე წარდგენილი 51 კომპანიის 88 ნიმუშიდან 10-მა ოქროს, ხოლო 38-მა ვერცხლის მედალი მიიღო. გამარჯვებული ღვინოები ფესტივალზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის წარმდგენია კომპანია „არემჯი“, მხარდამჭერები - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ბოლნისის აგროცენტრი, ხოლო პარტნიორი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ იყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს