პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიური ანგარიშით ივნისის ბოლოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა.

პაპუაშვილის განმარტებით, თავად პრემიერი აღნიშნულ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ბოლო სასესიო კვირას წარადგენს, რაც ივნისის ბოლო პერიოდს გულისხმობს.

„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ და ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა და არც ერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თვე ირაკლი კობახიძე დაებარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში ირაკლი კობახიძესთან. ვნახოთ, წლიური ანგარიშის ფორმატში მაინც თუ გაბედავენ მოსვლას და ამ ანგარიშზე დასწრებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე