„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

განსაზღვრული ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტი რუსთავში მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, ხოლო 5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის გეგმის წარდგენამდე „ჯივიპის“ მფლობელმა ესპანურმა კომპანია Aqualia-მ დეტალურად შეისწავლა წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით რუსთავში არსებული გამოწვევები, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა პრიორიტეტები და შესაბამისად დაგეგმა ინვესტიციები სამი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: წყალმომარაგების ქსელების, წყალარინების ქსელებისა და წყლის მარაგების კონტროლის მიმართულებით.

2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს. მათ შორის უკვე დასრულებულია ქალაქ რუსთავის უმნიშვნელოვანესი ხრამი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის პირველი, 2,2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე მეგობრობის გამზირის, ლომოურის, მშვიდობის, ნეკროსოვის, აფხაზეთის, გაგარინის, ფალიაშვილის, ბარათაშვილის, გიორგაძის, შარტავას და მესხიშვილის ქუჩების ქსელების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოძველებული ქსელების ახლით ჩანაცვლების პარალელურად ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ქსელებზე დამონტაჟდა 13 წნევის რეგულატორი და 53 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელზე დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთანავე წყალარინების ქსელების განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიწმინდა 13,500 მეტრამდე ქსელი და აღმოიფხვრა 3,400-მდე დაზიანება.

წყლისა და წყალარინების ქსელების განახლების პარალელურად, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირებაა, რადგან სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებდა გასულ წლებში ქალაქში წყლის მარაგების მართვის პრობლემას და იწვევდა წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე „ჯივიპიმ“ 2023 წლიდან დაიწყო სპეციალური საძიებო-დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება ქალაქის მასშტაბით არსებულ სრულ ქსელზე და აღმოაჩინა და აღმოფხვრა წყალმომარაგების ქსელზე არსებული 1,055 ჟონვა, შედეგად კი ხრამის სათავე ნაგებობაში წარმოებული და ქსელში განაწილებული წყლის დანაკარგები 11,08%-ით შეამცირა.

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის, ქსელების რეაბილიტაციებისა და ფარული დანაკარგების მართვის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარებზე, სათავე ნაგებობაზე არსებულ შახტურ ჭებსა და სატუმბო სადგურებზე. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებასა და არსებული დანადგარების რეაბილიტაციას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რათა ქალაქ რუსთავის მოსახლეობას მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად გაუუმჯობესოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა