ლაშა ფარულავა - ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა და არავინ არის გამოკითხული და დაკავებული - წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები და ახლა ამბობენ, რომ თითქოს კამერის ჩანაწერებს არ ვაძლევთ

ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა და არავინ არის გამოკითხული და დაკავებული. წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები და ახლა ამბობენ, რომ თითქოს კამერის ჩანაწერებს არ ვაძლევთ. მტკიცებულებებს აქვს სამართლებრივი წესი, მას სჭირდება მოსამართლის განჩინება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა

ლაშა ფარულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით „ივანიშვილის ბანდისგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ“.

„ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა, არავინ არის გამოკითხული, არავინ არ არის დაკავებული. ცხადია, ეს ბანდიტური ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, კობახიძემ, ღარიბაშვილმა, კალაძემ, ეს ადამიანები არიან პასუხისმგებლები. ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის ბატონი სამხარაძეც არის ამ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული და ცხადია, თავის თავს არ დაიჭერენ. ახლა ამბობენ, რომ კამერის ჩანაწერებს არ გვაძლევენო. ყველამ კარგად ვიცით, რომ მტკიცებულებებს აქვს თავისი სამართლებრივი წესი, მას სჭირდება მოსამართლის განჩინება და თუ მოიტანენ განჩინებას, ვინ არის წინააღმდეგი?! პირიქით, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ კეთილსინდისიერ, პატიოსან გამომძიებლებს, რომ აქედან ყველაფერი წაიღონ და გავატანეთ კიდევაც. თუ უნდათ გამოძიება შეუძლიათ გამოიძიონ, თუ უნდათ კონკრეტული ადამიანების დაკავება, შეუძლიათ ეს ადამიანები დააკავონ „ქართული ოცნების“ ოფისებში.

არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ივანიშვილის ბანდისგან. ეს არის შეიარაღებული ჯგუფი ქვებით, შუბებით, რკინის ნაჭრებით. ნებისმიერ განსხვავებული პოზიციის ადამიანს და დემოკრატიულ ძალებს თავს ესხმიან. ეს ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი თბილისში დათარეშობს და ცხადია, თავის თავს არავინ არ დაიჭერს, ამიტომ ჩვენ გამოძიებისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა ის მატერიალური მტკიცებულებები, რომელიც გამოძიების ფარგლებში არის მოპოვებული, იქნება საშუალება იმისთვის, რომ როცა დავამარცხებთ რუსულ მთავრობას, ჩვენ გამოვიძიებთ და ყველას კანონის წინაშე დავსჯით.

წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები, მხოლოდ ეს წაიღეს და რაც შეეხება ვიდეო კამერების ჩანაწერებს, ამას თავისი წესი აქვს, უნდა მოიტანონ მოსამართლის განჩინება“, -განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა