შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში - რა ხელშეუვალი კასტა გახდა არასამთავრობო სექტორი, რომ მათ ჰქონდეთ პრივილეგია იმოქმედონ ფარულად?

გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში - გამჭვირვალობის ამაზე დაბალი სტანდარტი არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს! კანონი ასევე რბილია იმ რეაგირების მხრივ, რაც სახელმწიფოს ექნება, თუ კანონს არ შეასრულებენ, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასება, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მისი არშესრულების შემთხვევაში მხოლოდ ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს, ხოლო სხვაგან არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის ლიკვიდაცია და ასევე, სავალდებულო ტესტირება.

მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ერთადერთ ვალდებულებას ითვალისწინებს და ეს არის წელიწადში ერთხელ ფინანსების დეკლარირება.

“ამას აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო მოხელეები. რა ხელშეუვალი კასტა გახდა ეს არასამთავრობო სექტორი, რომ მათ ჰქონდეთ პრივილეგია იმოქმედონ იმ მოქალაქეებისგან ფარულად, ვისაც როგორც თვითონ ამბობენ, წარმოადგენენ?“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის