შალვა პაპუაშვილი - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი”.

„დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი - დადგე საქართველოს მხარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება