ლაშა ფარულავა - ირაკლი კობახიძემ ანგარიში კრემლს უნდა ჩააბაროს - ტერორი, შანტაჟი, სახლებში შევარდნები, ოფისების დარბევა, კობახიძის პრემიერობას უკავშირდება

ირაკლი კობახიძემ ანგარიში, ალბათ, კრემლს უნდა ჩააბაროს, ვინაიდან თავად არის იმ პოლიტიკისა და დღის წესრიგის შემოქმედი, რომელმაც რუსული კანონი მოიტანა, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წლიურ ანგარიშის წარდგენას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

ფარულავას თქმით, ღია ტერორი, შანტაჟი, ფიზიკური ანგარიშსწორებები, სახლებში შევარდნები, მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა, შტურმი, ეკონომიკური კოლაფსი, საერთაშორისო სანქციები ირაკლი კობახიძის პრემიერობას უკავშირდება და მისი შემოქმედებაა.

“ამას, როგორც დამოკლეს მახვილი, გრძნობს საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქე. კობახიძეს ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს და თუ ვინმესთვის აქვს რამე სათქმელი, ეს არის კრემლი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფარულავას აზრით, რუსული კანონი უკვე მოქმედებაშია და რუსული მთავრობა კრემლის ინსტრუქციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე რუსული მთავრობის დასრულებაა, რასაც ყველა იმ კანონის გაუქმება მოჰყვება, რომელიც კრემლს უკავშირდება.

“შტურმი დემოკრატიულ ძალებზე, ოფისის დარბევა, ჩასაფრებები სადარბაზოებთან, ფიზიკური ანგარიშსწორება, სწორედ ეს არის რუსული კანონი. ამას არანაირი სამართლებრივი დედლაინი არ სჭირდება, არც ხელმოწერა პაპუაშვილის მხრიდან. ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა, ქვეყანა ამ ბრძოლის სპირალში შეიყვანა და ერთადერთი გამოსავალი არჩევნებზე რუსული მთავრობის დასრულებაა.

ამას ქართველი ხალხი გააკეთებს - ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და შემდეგ დემოკრატიული ძალები გააუქმებენ ყველა იმ კანონს, რომელიც უკავშირდება რუსეთს და კრემლს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, პრემიერი ირაკლი კობახიძე, ივნისის ბოლოს, პარლამენტს მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება