ენტონი ბლინკენი ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიონ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და ომის კაბინეტის წევრს ბენი განცს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნული შეთანხმება განიხილა.

“სახელმწიფო მდივანმა შეაქო ისრაელის მზადყოფნა შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ მის მიღებაზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ ეკისრება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება ხელს შეუწყობს ისრაელის უსაფრთხოების გრძელვადიან ინტერესებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს. ”ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს,” - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე დასთანხმდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის