შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ მუქარა, უცხო ქვეყნების მინისტრები აქციაზე, მაიდანის ხსენება, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხალხმა გამოთქვა სურვილი, იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის

ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, უცხო ქვეყნების მინისტრები ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, მაიდანის ხსენება გარედან, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი, იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც თავის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ, სინამდვილეში, პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.

„პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი – მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში.

გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ, ვნახეთ ყველაფერი ის, რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი, იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც თავის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის.

ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში ალბათ ის იყო, რომ ორი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო, ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი! ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება