კახა კალაძე - რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, ერთი პატრონი ჰყავთ მათ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ პარტიების გაერთიანება კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პარტიის მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღშია აღმოცენებული რადიკალები არიან“.

„ეს დაჯგუფება რაც არის - რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, ერთი პატრონი ჰყავთ მათ. ისინი საკუთარი თავით არ მოქმედებენ, არ ახორციელებენ ქმედებებს. რასაც ეუბნებიან და რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ და ესეც ძალიან მაგარი რამეა და დამამტკიცებელია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ. შეიძლება სხვადასხვა პარტიებად იყვნენ წარმოდგენილი, მაგრამ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა, სხვათა შორის - ყველა შეიძლება პოლიტიკაში არ ყოფილიყო, ბიზნესში იყო შეიძლება, მაგრამ მას თავისი ფუნქცია ჰქონდა, როგორ უნდა ემოქმედა, როგორ უნდა გაეუბედურებინა ხალხი და ა.შ. ჩვენ ამას მივესალმებით - მათი ერთად შეყრა არის ძალიან მაგარი რამე და ყველაფერი გამოჩნდება.“- განაცხადა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო