პრემიერის ანგარიში - 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში, 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია სოფლის ამბულატორიების ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა.

„2022 წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წლის აპრილისთვის 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. დაგეგმილია კიდევ 60 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით.

ამასთან, 2023 წელს, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და დაინერგა პარამედიკოსის ინსტიტუტი. მიმდინარე ეტაპზე გადამზადდა და დასაქმდა 286 პარამედიკოსი და 30 მოტომედიკოსი.

2023 წლის აგვისტოში შესყიდულ იქნა და წლის ბოლომდე კიდევ მოხდება 15 ერთეული, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილის მოწოდება ბათუმის, თბილისის, გურჯაანის, აბაშის, წნორისა და ტყიბულის რაიონებისთვის.

მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკის განახლება − 2023 წელს დაემატა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის 25 ახალი ავტომობილი და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, ხოლო 2024 წელს ეტაპობრივად მოხდება 105 ახალი ავტომობილის დამატება", - ნათქვამია ანგარიშში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის