ხატია დეკანოიძე - მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ

მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ - სანქციები დაეკისრება ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მალე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას," - აღნიშნა დეკანოიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

„თქვენ იცით, რომ "რუსული კანონი" გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა თუ გამოიტანეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად გულისხმობს "რუსული კანონის" მართლაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას "ქართულო ოცნების" მსგავსად, ეს იქნება იგივე გადაწყვეტილება, რაც მიიღო 84-მა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. ასე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს, ტურავას, აქვს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე," - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება