მამუკა ხაზარაძე - „ქართული ქარტია“ არის თანხმობა, რომ ყველამ ერთად გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, რომელიც პუტინის დავალებებს ასრულებს -  ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება

პარტია „ლელო - საქართველოთვის“ „ქართულ ქარტიას” უერთდება- პრაქტიკულად, ეს ქარტია არის ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, რუსული ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ კრემლის და პუტინის დავალებებს ასრულებს, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, “ქართული ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია “ლელო” იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობა.

“ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა იმ ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც დღეს ქუჩაში განუწყვეტლივ, თვეზე მეტია რუსულ ხელისუფლებას აპროტესტებს.

ეს ქარტია პროცესშია. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის და ამომრჩევლისთვის არ არის მთავარი მარტო სასამართლო რეფორმა ან რაღაც სტრუქტურული რეფორმები. ჩვენთვის მთავარია, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთანაც”, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორ ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. პარტიები დღეიდან ქარტიას ხელმოწერით უერთდებიან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება