პრემიერის მოხსენება - აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა

აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა - მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (აშშ-ის ბიუჯეტი − Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც ზედიზედ მერვე წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - $ 132 025 000, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერი-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წერილობითი სახით წარედგინა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც მოცემული წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

“მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხებზე“, - ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის მოხსენებაში.

პარლამენტში წარდგენილია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება, რომელიც 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო