ჯაბა სამუშია სტუდენტური პროექტის მონაწილეებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტური პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების აკადემიურ-საუნივერსიტეტო სივრცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა" ღონისძიება გახსნა, რომელიც - "სტუდ-ფესტი 2024" -ის მოხალისეობრივი კონკურსის ფარგლებში გაიმართა.

თსუ-ს ინფორმაციით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში იმართება მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი - "სტუდ-ფესტი 2024", რომლის ერთ-ერთ აქტივობასაც წარმოადგენს მოხალისეობრივი კონკურსი.

კონკურსის მონაწილე თსუ-ს სტუდენტური გუნდის მიერ შემუშავებული პროექტის ძირითად ღონისძიებაზე გაიმართა სტუდენტური კონფერენცია ეთნიკური უმცირესობების შესახებ. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია „მულტიეთნიკური გარემო საქართველოში“ და 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, სტუდფესტის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელშიც თსუ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი. „ჩვენი სტუდენტების მიერ განხორციელებული პროექტი წარმოადგენს იმ მთავარს იდეას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და უნივერსიტეტი, ეს არის ერთიანობა განურჩევლად ეროვნების, რელიგიის. როდესაც უნივერსიტეტი დაარსდა, ის მოიაზრებოდა, როგორც საერთო საგანმანათლებლო ცენტრი ამიერკავკასიაში. ეს არის უნიკალურ იდეაზე აღმოცენებული უნივერსიტეტი, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა 1+4 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის საშუალებითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სახელმწიფო ენა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა იმ ძირითად პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსში 24 უნივერსიტეტის მონაწილეობს. მათ უნდა წარადგინონ მოხალისეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული, საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მომტანი, აქტუალური და ინოვაციური იდეა. კონკურსის მონაწილეებს ჟიურის წევრები შეაფასებენ. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება და მონაწილეობა მიიღებს საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია