2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა.

დოკუმენტის თანახმადვე, უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების ფარგლებში, 2023 წელს 162 ობიექტი გაიყიდა, 2024 წელს კი 52.

„საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივნისი - 2024 წლის მაისი], აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გადაირიცხა 200 305 592 ლარი. ხოლო 2024 წლის I კვარტალში 60 918 871 ლარი, მათ შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 230 823 708 ლარი. ამასთან, პროაქტიულად მიმდინარეობდა უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით, რის შედეგადაც, 2023 წელს (იანვარ-დეკემბერი), პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზების ბიზნესს“ ფარგლებში, გაიყიდა 162 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 50 953 610 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 60 272 460 ლარს; ხოლო, 2024 წელს ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 52 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 8 515 200 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 9 117 200 ლარს; მათ შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, გაიყიდა 168 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 35 492 860 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 41 162 810 ლარს“,- ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში, 2023 წლის ივნისი - 2024 წლის მაისი, „ლიცენზია გაიცა წიაღით სარგებლობის 521 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 75 197 861 ლარი“.

„გაცემული ლიცენზიების ფარგლებში, მოსალოდნელია 2605 ადამიანის დასაქმება, ხოლო გამართული აუქციონების შედეგად მოსალოდნელი საინვესტიციო ვალდებულებების ჯამური ოდენობა შეადგენს 25 მილიონ ლარს. დამატებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, სალიცენზიო პირობების კონტროლის კუთხით შემოწმდა წიაღით სარგებლობის 347 ობიექტი“,- აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო