გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ეს არის საბჭოთა პროპაგანდა - საბჭოთა პროპაგანდაც ყოველთვის იმის საპირისპიროს საუბრობდა, რასაც აკეთებდა, საუბრობდა მშვიდობაზე, როცა თვითონ იყო მთელ მსოფლიოში ძალადობის და აგრესიის მთავარი წყარო

ეს არის საბჭოთა პროპაგანდა, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმით, ადამიანები ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას.

„საბჭოთა პროპაგანდა ყოველთვის იმის საპირისპიროს საუბრობდა, რასაც აკეთებდა. საუბრობდა მშვიდობაზე, როცა თვითონ იყო მთელ მსოფლიოში ძალადობის და აგრესიის მთავარი წყარო. პუტინისტური რუსეთიც ასეთია და ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმიც. ერთადერთი ომის პარტია, არეულობის, ქაოსის, ძალმომრეობის არის ივანიშვილი და მის გარემოცვა. ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას“, - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, მან ბოლო პერიოდზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის მცდელობებზეც ისაუბრა. ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლება არც მალავს, რომ ამ ყველაფრის უკან თავად დგას.

„არც მალავენ, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, როგორი შეშინებულები არიან საზოგადოების რეაქციით. ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი სიგნალი, რომ უნდა გაგრძელდეს ის საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობს, კიდევ უფრო გაფართოვდეს მონაწილეობა და როგორც რუსული კომუნისტური რეჟიმი დასრულდა 30 წლის წინ, ისე უნდა დავასრულოთ ეს რეჟიმი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განიხილებოდეს ხელისუფლების გამარჯვებად და კანონის ოპონენტების ან საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად.

„ახლა კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმსა და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით წლებია უკვე ხელოვნურად იმართება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს, პირველ რიგში, მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება