პაატა მანჯგალაძე - მე დღეს „ქართულ ქარტიას“ ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს

მე დღეს “ქართულ ქარტიას” ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ორბელიანების სასახლეში, “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა “ქართულმა ოცნებას” საბოლოო განაჩენი უკვე გამოუტანა.

“მე დღეს “ქართულ ქარტიას” ხელი მოვაწერე, რომელიც არის წინაპირობა, რომ ერთი კაცის, ერთი პარტიის რუსული რეჟიმის მმართველობა უნდა დასრულდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენ, ქართველებმა შევძელით ერთიანობა და მიზნისთვის ვერ მიგვეღწიოს. არ ყოფილა ისტორიულად, რომ ქართველები ერთად დადგა და ვერ გავიმარჯვეთ. ამიტომ, ამ რწმენით მოვედი, “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ხელი მოვაწერე, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. “ქართული ოცნება” დაპირისპირებაშია შესული არა რომელიმე პარტიასთან ან რომელიმე ლიდერთან, “ქართული ოცნება”, იგივე “რუსული კოშმარი” სინამდვილეში დაპირისპირებაშია შევიდა ქართველ ხალხთან. ქართველმა ხალხმა მათ საბოლოო განაჩენი უკვე გამოუტანა. ისინი ამას გრძნობენ და როგორც ჭაობში ჩაფლული ხელის იქნევს და უფრო ეფლობა, ზუსტად ეგრეა ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია