ნინო წილოსანი - ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ - ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან

ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ - ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

„ამ პატარა დაჯგუფებას უნდა, რომ ის რაც კანონით დასჯადია, ის, რაც ყველანაირი ნორმებით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე აქტივიზმში. გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით 5 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია.

ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ. ფაქტია, რომ მათი მხრიდან წახალისების შედეგად, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. ზუსტად ის, რასაც აქამდე შემთხვევითობას აბრალებდნენ თითქოს გადაეყარნენ რომელიმე ჩემს კოლეგას და იქვე აქტივისტმა გამოხატა შეშფოთება და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი. ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი," - განაცხადა წილოსანმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს