დავით ბერძენიშვილი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რომ პროდასავლური ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, ეს იდეა მაღალი კონსენსუსის საგანია ძალიან ბევრ პარტიაში

მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა, პოლიტიკურ პარტიებთან მას წინასწარი კონსულტაციებიც ჰქონდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში პოზიტიურ როლს თამაშობს.

„ბუნებრივია, საბოლოო ტექსტი მისია. პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თვითმმართველობის რეფორმაზეც აიღონ პასუხისმგებლობა, ეს ნაწილი ქარტიაში არ არის. ერთიანად, საქართველოს დემოკრატიული მოდერნიზაცია, ანუ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტში იქნება უზრუნველყოფილი. იმედი მაქვს, უმძიმესი 5 თვე, რაც არჩევნებამდე დაგვრჩა, მაინც იქნება იმის წინაპირობა, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების მოპარვას და არ ექვემდებარება დიდი უპირატესობით გამარჯვებული პროდასავლური, დემოკრატიული რეფორმატორული ოპოზიციისთვის ამ გამარჯვების წართმევას, მე ძალიან იმედიანად ვარ და პრეზიდენტი ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმები „აგონიაში მყოფი სუსტი ხელისუფლების პრობლემაა“.

„ახლა ჩამოვედი გურიიდან, ჩემს შვილს, მის მეგობარსაც, რაკი მეც მასთან ერთად ვიყავი, ორი დღის განმავლობაში გვიდარაჯებდნენ. არ ვერჩი იმ „ტიტიუშკას“, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის, მაგრამ „დიტუშკები“, როგორც ახალი ვერსია შემოგვთავაზეს - ქართველი „დიტუშკების“ ეს ქმედებები რა თქმა უნდა, აგონიაში მყოფი სუსტი ხელისუფლების პრობლემაა. ეს მხოლოდ ამ ხელისუფლებას არ ჭირდა, სასაცილოა, რომ ასიათასობით გულანთებულ, ძლიერ, ერთ მილიონ ამომრჩეველს გაუმკლავდე“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, ბერძენიშვილის თქმით, ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიაში არის კონსენსუსი იმაზე, რომ პროდასავლური ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იყო.

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რომ პროდასავლური ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, ეს იდეა პრაქტიკულად არის ძალიან მაღალი კონსენსუსის საგანი, ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიაში. “რესპუბლიკელები” ამის ინიციატორებში ვართ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა