ქეთი თურაზაშვილი - პარტია „მოქალაქეების“ სახელით მოვაწერე ხელი „ქართულ ქარტიას“ - ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ და აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი საერთო სიაზე ან რაიმე სხვაზე

პარტია „მოქალაქეების“ სახელით მოვაწერე ხელი „ქართულ ქარტიას“, ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ. აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი საერთო სიაზე ან რაიმე სხვაზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმა ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნას დაინახავს და ფიქრობს, რომ არჩევნებში არცერთი მოქალაქის ხმა არ უნდა დაიკარგოს.

„პარტია „მოქალაქეების“ სახელით მოვაწერე ხელი „ქართულ ქარტიას“, ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ. აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი საერთო სიაზე ან რაიმე სხვაზე. ვინც ნახა „ქარტია“, დაინახა, რომ იქ გათვალისწინებულია აყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძირეულად ღირებულია დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოვაწერეთ. ცხადია, საზოგადოება წინასაარჩევნოდ იხილავს სხვადასხვა გაერთიანებებს. მე მინდა ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ პატარა პარტიებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ დამოუკიდებლადაც გადალახავენ 5%-იან ბარიერს, საფრთხე არ უნდა შეუქმნან თავიანთი ამომრჩევლის ხმებს და სასურველია ორი ან მაქსიმუმ სამი ცენტრი შეიქმნას, რომლის ირგვლივაც მთელი ოპოზიცია იქნება გაერთიანებული და არცერთი ხმა, ჩვენი მოქალაქეების, საარჩევნოდ არ იქნება დაკარგული,” -განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა