ბექა ოდიშარია - ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო „ფეისბუქში" აქტიური კამპანია

ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს - ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ის მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს იმისათვის, რომ არიან პოლიტიკაში და მითუმეტეს, საერთოდ, დაუკრეფავში გადადიან და შეურაცხყოფას აყენებენ მათი ოჯახის წევრებს, არა მხოლოდ მორალური სასამართლოს და ადამიანური გაკიცხვის საგანი უნდა გახდეს, არამედ უნდა ჩაერთოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა".

„ილია ჭავჭავაძეს ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა "სოციალურ დემოკრატიული პარტიის" იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია? ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს - ჩემთვის სულისშემძვრელია. ასეთი ქმედება უნდა იყოს დასჯადი. რა თქმა უნდა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი და არც ყოფილა უკანასკნელი 12-13 წელიწადია. ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო "ფეისბუქში" აქტიური კამპანია," - განაცხადა ოდიშარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა