ჩინეთის საგარეო უწყება ზელენსკის - ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი არასდროს გაუღვივებია

ჩინეთს არასოდეს არ გაუღვივებია რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი და არც ცეცხლზე ნავთი დაუსხამს, - ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენით რუსეთ-უკრაინის ომი გახანგრძლივდება და რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის ჩაშლას ცდილობს.

მისი თქმით, პეკინს მიაჩნია, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ზომების მხარდასაჭერად.

„ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინასთან ურთიერთობას და რჩება მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა და დასძინა, რომ ჩინეთის პოზიცია მშვიდობის კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან „ღია და გამჭვირვალეა“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი, რეგიონში ჩინეთის გავლენის გამოყენებით, ჩინელი დიპლომატების გამოყენებით, ყველაფერს აკეთებს მშვიდობის სამიტის ჩასაშლელად. „სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, არის ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის