ნიკა მელია - რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილს, მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება - ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვაგვარი კონფიგურაციით უნდა წარვდგეთ

ქალბატონი ზურაბიშვილი განსაკუთრებით ორი წლის პერიოდში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას - თუ ის თავად გადაწყვეტს [პრეზიდენტობის კანდიდატობას]ჩემი, ნიკა გვარამიას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანის და პარტიის მხარდაჭერა ამ პროცესს ექნება,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, დაუჭერდა თუ არა მას მხარს.

მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკეთესი საქართველოს გარანტად იქცა.

„ყველაფერს ნათელი მოეფინება, ალბათ, არცთუ ისე შორეულ მომავალში. ვფიქრობ, როლით, რომელიც იკისრა ქალბატონმა ზურაბიშვილმა განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში და განსაკუთრებით ორი წლის პერიოდში, ის გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ის იქცა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე პერსონალურად გარანტად, დიახაც, უკეთესი საქართველოს, ევროპული და დასავლური მომავლის გარანტად. თუ ასეთ შემთხვევაში, თავად ის გადაწყვეტს და ბუნებრივია, ეს მისი გადასაწყვეტია, ჩვენი, ჩემი, ნიკა გვარამიას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანის და პარტიის მხარდაჭერა ამ პროცესს ექნება, ვინაიდან ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს. პოლიტიკურმა განგებამ ასეთი რამ ინება. დანარჩენი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის მისაღები. ეს არც ჩემი გადასაწყვეტია, არც ნიკასი, არც მიშასი და არც არავისი. ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს თავად უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა მელიამ.

მას ასევე ჰკითხეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს. მელიას თქმით, სააკაშვილის ეს განცხადება არ უნახავს, თუმცა პარტია „ახალის“ პოზიცია არის ერთი.

„შეიძლება, ემოციურად თეორიულად ძალიან კარგად ჟღერდეს, მაგრამ ძალიან განსხვავებული ოპოზიციური ამომრჩევლებისთვის დატოვო ერთი არჩევანი, ვშიშობ, რომ ეს დაასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს. თუმცა, აქვე ვამბობ, რომ მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანია, მოხდეს გამსხვილებები და შეიქმნას რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმა.

ახლა, რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და დათო კეზერაშვილს და ა.შ. ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ან ნაწილ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მათ დაეთანხმება იქნებიან თანამშრომლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვაგვარი კონფიგურაციით უნდა წარვდგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, აქ არის სრული კონსენსუსი“, - განაცხადა მელიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო