„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური - გომელაურის "მილიცია" ცენტრალურ ოფისში მოვარდა და ცდილობენ, სამუშაო პროცესში ხელის შეშლას, თითქოს გამოძიებას ატარებენ

გომელაურის "მილიცია" ცენტრალურ ოფისში მოვარდა და ცდილობენ, სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ოფისზე თავდასხმის მესამე დღესაც შსს-ს არავინ დაუკავებია.

„100-მდე შეიარაღებული, ნიღბიანი ბანდიტი, „ტიტუშკა“ ივანიშვილის დავალებით თავს დაესხა ენმ - ს ცენტრალურ ოფისს, რა დროსაც პარტიის თავმჯდომარე თანამშრომლებთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. 100 - მდე ბანდიტი ცდილობდა, ოფისში შეჭრას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მესამე დღეა და ერთი პირიც არ არის დაკავებული, როცა თავად "ოცნება" ადასტურებს, რომ მათი ორგანიზებით ხდება ოფისებზე თავდასხმა. ამის პარალელურად, გომელაურის "მილიცია" მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ. შეგახსენებთ, ექსპერტებმა ყველა ნივთი - შუბი, რკინის ხელკეტები და ა.შ. ამოიღეს და წაიღეს. გამოძიება დაიწყეს მინის დაზიანებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ ბანდიტიზმის, 224-ე მუხლით აღეძრათ საქმე.

შეგიძლიათ, იხილოთ, როგორ გამოიყურება ივანიშვილის მსახური, გომელაურის მოგზავნილი "მილიცია", რომელიც პოლიციის სახელით ცდილობს, ოფისში შემოჭრას. საკადრისი პასუხი მიიღეს და მოუწიათ შენობის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ეს 100 - მდე ბანდიტი ენმ - ს ოფისთან მოაცილა და შემდეგ გააცილა საპატრულო პოლიციად წოდებულებმა, ციმციმებიანი ავტომობილით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს