გარემოს ეროვნული სააგენტო - უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული საგენტო უახლოესი საათების განმავლობაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა